“ტრავმები საბოლოოდ მოვიშუშე, მალე ვიბრძოლებ” – გურამ ქუთათელაძე

UFC-ს ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე, ოქტაგონზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოსულა. მიზეზი ვიზის პრობლემები და ტრავმები იყო, რომლებმაც მებრძოლს თავი არაერთხელ შეახსენეს. დღეს, მის მიერ გავრცელებული განცხადებიდან კი ვიგებთ, რომ უკვე ყველაფერი წესრიგშია და საბრძოლველად მზადაა:

“ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ჩემი სახლის, გალიის მიღმა ვარ. ამის მიზეზი მუხლისა და ნეკნის ტრავმა იყო, რომელიც 8 თვის მანძილზე მტანჯავდა, ასევე შეერთებული შტატების ვიზის პრობლემები და ა.შ. ახლა კი საბოლოოდ ჩემიძლია ვთქვა, რომ ტრავმებისგან გავთავისუფლდი და ვიზის მოპოვების საკითხიც კარგად მიმდინარეობს. ღმერთს მადლობა ამისთვის. ვუბრუნდები საბრძოლო მომზადებას და მზად ვიქნები რომ უახლოეს მომავალში კვლავ შევაბიჯო ოქტაგონზე. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის”

გურამმა UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში პოლონელ ამომავალ ვარსკლავს, მათიუშ გამროტს კარიერაში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მარცხი აგემა.

Leave a comment

Your email address will not be published.