შემდეგი სეზონიდან, ტრანსგენდერ, ინტერსექს და არაბინარული თემის წარმომადგნელებს, გერმანიაში არჩევანის თავისუფლება ექნებათ – სურთ კაცთა გუნდში ითამაშებენ, ანდაც – ქალთა…
ეს ცვლილება შეეხება – ახალგაზრდულ, მოყვარულ და ფუტსალის გუნდებსაც.
საბინა მამიტზშიმ, რომელიც გერმანიაში ქალთა ფეხბურთს ხელმძღვანელობს, ამ ნაბიჯს დაგვიანებული უწოდა:
„სახელმწიფო და რეგიონალური ასოციაციები, როგორც სამოყვარულო გუნდების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ ტრანსგენდერ, ინტერსექს და არაბინარული თემის ადამიანებთან მუშაობაში გარკვეული პრობლემებია.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხურვალედ მივესალმები,“ – თქვა მან.