ტრანსფერები და ბარსა დაბრუნდება – ხავის მოთხოვნა

 

როგორც დიარიო სპორტი წერს, ხავის ზუსტად იცის, გუნდს კრიზისის დასაძლევად რაც სჭირდება.

მან გუნდის ხელმძღვანელობას იმ ფეხბურთელების სია უკვე გადასცა, რომელთა სამსახურიც ბარსას აღარ სჭირდება და იმ ფეხბურთელებისაც, რომლის დამატებაც სურს.

ხავის კლუბის ეკონომიკური სიტუაცია კარგად ესმის და სიაში ისეთი ფეხბურთელებია, რომლებიც ასტრონომიულ თანხებს არ უკავშირდება. გარკვეული პოზიციებია, რომელთა გაძლიერების გარეშე, სიტუაცია არ შეიცვლება.

ესპანელ სპეციალისტს სჯერა, რომ რამდენიმე თვეში სიტუაცია ბევრად უკეთესი იქნება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *