ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე „ფინიქსი“ (41-9) ესტუმრა „ატლანტას“(24-26). მონტი უილიამსის გაწვრთნილ „სანზს“ 11 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნდა, თუმცა ტრე იანგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა სტუმრები 124-115 დაამარცხეს და 8 იანვრის შემდეგ პირველად, არიზონულმა კლუბმა მოედანი წაგებულის სტატუსით დატოვა.

„ჰოუქსმა“ მატჩის პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – კევინ ჰერტერმა და ტრე იანგმა პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქის კალათი და დიდ შესვენებაზე საკუთარი გუნდი 3 ქულიანი ჰანდიკაპით გაიყვანეს 64-61. („ატლანტამ“ 20-დან 11 სამქულიანი ჩააგდო)

მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლები 13-0 გაექცნენ სტუმრებს და ამის შემდეგ უკან აღარც მოუხედავთ. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ტრე იანგი, რომელმაც პარკეტზე ნამდვილი შოუ დადგა – 43 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა.

null

მშვენივრად ითამაშა ჰერტერმა, რომელმაც ჯამში 10 მცდელობიდან 5 სამქულიანი ჩასვა „ფინიქსის“ კალათში და შეხვედრა 19 ქულით, 3 მოხსნით და 3 პასით დაასრულა.

ორმაგი დუბლი ქონდა ჯონ კოლინსს – 19 ქულა, 10 მოხსნა. „ატლალნტას“ მძიმე ფორვარდმა მესამე მეოთხედში მხარი დაიზიანა, დროებით გავიდა გასახდელში, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა პარკეტზე და მატჩი ჩაამთავრა.

ტრადიციულად კარგად გამოიყურებოდა „ჰოუქსის“ ევროპული სათადარიგოთა სკამი – ბოგანოვიჩს 11 ქულა ქონდა, გალინარის 12.

null

„სანზის“ რიგებში 32 ქულა დააგროვა დევინ ბუკერმა, თუმცა სტუმართა სნაიპერს 3 ქულიანები არ წაუვიდა – 8 მცდელობიდან მხოლოდ 1 ჩააგდო.

ტრადიციული ორმაგი დუბლი ქონდა კრის პოლს – 18 ქულა, 12 პასი. 24 ქულით დაასრულა მატჩი მიკალ ბრიჯესმა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო კონტრშეტევაზეა.

Leave a comment

Your email address will not be published.