ტრილოგია დასრულდა – ტაისონ ფიურიმ დეონტეი ვაილდერი დაანოკაუტა [VIDEO]

მძიმე წონის 3 ბრძოლიანი ვარსკლავური დაპირისპირება, რომელიც 2018 წელს ამერიკელ ნოკაუტების მანქანასა და ბოშების მეფეს შორის დაიწყო, დღეს ამ უკანასკნელმა, ნოკაუტით დაასრულა და WBC-ს მძიმე წონის ქამარიც შეინარჩუნა. ფიური კვლავ დაუმარცხებელია – ვაილდერმა კი კარიერაში მეორე მარცხი ისევ ბრიტანელისგან იწნია.

დღევანდელი დაპირისპირება არათუ ტრილოგიაში იყო საუკეთესო, არამედ წლის საუკეთესო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია – მოკრივეებმა ერთმანეთი 2-2 ჯერ დაანოკდაუნეს. მესამე რაუნდში, ფიურის ძლიერმა მარჯვენამ ვაილდერი დააგდო. ვაილდერი ადგომის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში იყო, ფიური ფინიშს ეძებდა თუმცა გონგის ხმამ ამერიკელი გადაარჩინა. ამ ჩავარდნის შემდეგ, ვაილდერმა მეოთხე რაუნდში ფიური ორჯერ დაანოკდაუნა, თუმცა ბოშების მეფემ წამოდგომა და სრულად აღდგენა ორივე შემთხვევაში შეძლო.

მე-9 რაუნდიდან ვაილდერი ფეხზე ძლივს იდგა, ფიური კი კვლავ ფინიშს ეძებდა. ლოგიკურ დასასრულამდე კი ბრძოლა მე-11 რაუნდში მივიდა – ნოკდაუნში მყოფი ვაილდერი ტაისონმა ძლიერი მარჯვენა ჰუკით ნოკაუტში გაგზავნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *