UFC 271-ის კო-მეინ ივენთზე მძიმე წონის დაპირისპირება ვიხილეთ. დერიკ ლუისი მშობლიურ ტექსასში ავსტრალიელ ტაი ტუივასას დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში დამარცხდა. მიუხედავად უპირატესობისა, რომელსაც ამერიკელი ფლობდა 2 რაუნდის განმავლობაში და რამდენჯერმე ახლოს იყო კიდეც ფინიშთან, ტუივასამ შეძლო გადარჩენა, ბრძოლაში დაბრუნება და ლუისის დაფინიშება. ავსტრალიელმა ლუისს კლინჩიდან ძლიერი იდაყვი გაარტყა ყბაში, რის შემდეგაც ლუისი ოქტაგონზე უგონოდ დაეცა. ტუივასას ტრადიციულმა აღნიშვნამაც არ დააყოვნა – ავსტრალიელმა ლუდი კვლავ ფეხსაცმლიდან დალია.
ეს ტუივასასთვის ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო – შემდეგი ბრძოლა სავარაუდოდ ან სირილ განთან ექნება ან ტიტულისთვის ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ გაიბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელი ჯერ სულ რაღაც 28 წლისაა.