ჩელსის მწვრთნელი თომას ტუხელი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით გუნდშიც გაუგებრობაა. ამ დღეებში დიდი ბრიტანეთის მთავრობაშიც ისაუბრეს, რომ რომან აბრამოვიჩი ინგლისურ კლუბს არ უნდა ფლობდეს, რადგან არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ომის გარშემო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევ ვლადიმირ პუტინის ინტერესებს იცავსო.
ამონარიდები ტუხელის განცხადებიდან:
„ეს ომია და სიტუაცია საშინელია. ამას არავინ არ ელოდა, ხალისი წაგვართვა და ინგლისის ლიგის თასის ფინალის წინ ის სიხარულის გრძნობა არ გვაქვს. ყველა იმ ადამიანს მშვიდობას ვუსურვებ, რომლებიც სახიფათო ადგილას არიან.
…მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა პოლიტიკა არ ვიცით და ვერ გეტყვით, რამდენად არის რომან აბრამოვიჩი გარეული ამ ამბებში“.
Daily Mail-ი წერს, რომ ჩელსი 1,9 მილიარდი ევრო ღირს და თებერვალში კლუბის შეძენის ერთი მსურველი უკვე იყო. აბრამოვიჩი 2003 წლიდან ფლობს ჩელსის.