ტუხელი უკრაინაზე: სიტუაციის ასეთ დაძაბვას არავინ ელოდა

ლონდონის ჩელსის მთვარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ ის რაც ამჟმად უკრაინაში ხდება, მისთვის წარმოუდგენელი იყო.

“მდგომარეობა ყველასთვის ძალიან მძიმეა. სიტუაციის ასეთ დაძაბვას არავინ ელოდა. ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, ვინც საომარ მოქმედებებშია ჩართული. 

იმდენად დიდი გაურკვევლობა არის ჩვენს კლუბთან დაკავშირებით, რომ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვფიქრობ გუნდს და მწვრთნელებს აქვთ უფლება არ ჩაერიონ პოლიტიკაში და თავიანთი საქმე აკეთონ. ის, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ვიმალებით. 

მესმის კრიტიკა კლუბის მიმართ. ხალხმა უნდა გამიგოს მე როგორც მწვრთნელს და ფეხბურთელებს როგორც ფეხბურთელებს. ჩვენ კიდევ დანამდვილებით არ ვიცით თუ რა ხდება ჩვენი მფლობელის ირგვლივ. 

2 აზრი არ არის, რომ საშინელებაა რაც ხდება. ევროპაში ომი ჩემთვის დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო.”-ციტირებს ტუხელის სიტყვებს Sky Sport-ი.

Leave a comment

Your email address will not be published.