ტომას ტუხელს ჩელსის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის ნგოლო კანტესთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. იგი გუნდის ხელმძღვანელობისგან ფრანგისთვის ახალ ხელშეკრულებას დაჟინებით ითხოვს. 30 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდეა გათვლილი.
კანტე ჩელსიში 2016 წლის ზაფხულში ლესტერიდან გადავიდა. არისტოკრატებთან ერთად მან პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. დღეს იგი გუნდის ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია.
არისტოკრატებს პრემიერლიგაში 7 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან. ტუხელის შეგირდები უახლოეს მატჩს ასტონ ვილასთან გამართავენ.