ლონდონის ჩელსის დაცვის გაძლიერება სურს. The Sun-ის ინფორმაციით, ბრიტანელთა ახალი სამიზნე მატიას დე ლიხტია. ლონდონელები ნიდერლანდელის დამატებას ზამთარშივე შეეცდებიან.
22 წლის მცველის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია, რადგან ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ დე ლიხტი ახალი გამოწვევისთვის მზად არის. ყველაფერი დიდი ალბათობით ამ ზამთარში გადაწყდება.
დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ტურინელთა მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ჩელსის, ტუხელის გუნდი პრემიერლიგაში 38 ქულით მე-3 ადგილზეა და შემდეგ ტურში ასტონ ვილას შეხვდება. ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე ლილი იქნება.