კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა ჯორჯინა როდრიგესმა, ინსტაგრამში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა. ჰოსპიტალში ორსულობის სკანირებას იტარებს და ოთხი შვილი ცნობისმოყვარეობით შესცქერის მას.
ჯორჯინა და კრიშტიანუ ტყუპებს ელოდებიან. წყვილს, რომლებიც ერთად 2016 წლიდან არიან, უკვე ჰყავთ ერთი საერთო გოგონა. კრიშტიანუს კი კიდევ სამი შვილი ჰყავს სუროგატი დედებისგან, რომელთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია.
2017 წელს რონალდუმ თქვა: შვიდი შვილი უნდა მყავდესო. ჯორჯინამ კი დაამატა: ჩემი დედობის სურვილი იმდენად ძლიერია, შეიძლება მეტიც გვეყოლოსო…