დორტმუნდის მცველმა მატს ჰუმელსმა გლაზგო რეინჯერსთან ცუდ თამაშზე გააკეთა კომენტარი. ვესტფალიელებმა შინ 2:4 წააგეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში.
„ძალიან უაზრო და ალოგიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ, რაც მეტოქეს ძლიერს აჩენს. ყველაფერს ვართულებთ. ასეთ თამაშს თუ გავაგრძელებთ, ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ, გლობალურად კი წარმატებებს ვერ მივაღწევთ“ (Uefa)
დორტმუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო. გარდა ამისა, ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში 9 გოლი გაუშვა: 2:5 ლევერკუზენთან, 2:4 რეინჯერსთან. რა ამბავია?!
ისე, რაც გვახსოვს, ადრეც დორტმუნდის სუსტი წერტილი დაცვაში სუსტი თამაში იყო.