უატილოდ

ფრანკფურტის აინტრახტი ოთხშაბათს ევროპა ლიგის ფინალში გლაზგო რეინჯერსს დაუპირისპირდება. მატჩის წინ გერმანელებს ერთი ეკზოტიკური პრობლემა შეექმნათ. ისინი ცნობილ თილისმას, არწივ ატილას ვერ იახლებენ. საქმე ის არის, რომ ესპანური კანონმდებლობით, ქვეყანში ცხოველისა თუ ფრინველის შეყვანისას, 15-დღიანი კარანტინის გავლაა საჭირო.

Attila - Eintracht Frankfurt Pros

ატილას დოიჩე ბანკის სტადიონზე, აინტრახტის ყოველი საშინაო მატჩის წინ ააფრენენ ხოლმე, გაწვრთნილი ფრინველი სარბიელს ერთ წრეს შემოუფრენს და პატრონთან ბრუნდება. 2006 წლიდან კი არწივი სათასო ფინალებზეც მიჰყავთ. ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვევა.

2021-22 წლების ევროპა ლიგის გათამაშების ფინალური მატჩი აინტრახტს და რეინჯერსს შორის, 18 მაისს, სევილიის რამონ სანჩეს პისხუანის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published.