UFC-ს დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას, მომდევნო ორთაბრძოლა ასევე დაუმარცხებელი მოვსარ ევლოევის წინააღდმეგ აქვს ჩანიშნული. თოფურიამ ბრძოლის პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დასრულება ივარაუდა, რამაც როგორც აღმოჩნდა ევლოევი ძალიან გააღიზიანა და ქართველ მებრძოლს თვითერზე შემდეგნაირად უპასუხა:
“იოცნებე ესპანელო. შენ მატადორი კი არა, უბრალო წითელი ტილო ხარ, რომლითაც ოქტაგონს მოვწმენდ”
Keep dreaming Spaniard. You are not the matador you are just the red rag that I will use to mop the octagon floor with @Topuriailia https://t.co/4iMuoILNhl
— Movsar Evloev (@MovsarUFC) November 27, 2021
აღნიშნული დაპირისპირება 23 იანვარს, UFC 270-ზე გაიმართება. თოფურია მე-12 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, ხოლო წარმოშობით ინგუში, ხოლო მოქალაქეობით რუსი მოვსარ ევლოევი ოქტაგონზე დაუმარცებელი რეკორდით – 15:0-ზე გამოვა.