უგოლო და გოლიანი – ლივერპულმა ლიგის თასი მოიგო (ვიდეო)

ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს ლივერპული და ჩელსი შეხვდნენ, უგოლო ფრის შემდეგ 11 მეტრიანები დაინიშნა და გამარჯვება მერსისაიდელებს დარჩათ. ლივერპულმა პენალტების სერიაში 11:10 მოიგო.

მერსისაიდელებმა აღნიშნული ტიტული მეცხრედ მოიგეს. სქაუზერების საყვარელ გუნდს წელს კიდევ 2 ტიტულის მოგების შანსი აქვს. ლივერპული პრემიერლიგაში 60 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სიტის 6 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპული ინტერს შეხვდა და 2:0 დაამარცხა, განმეორებითი მატჩი კი 8 მარტს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *