მსოფლიო ჩემპიოანტის 1/2 ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ფრანგთა კაპიტანმა უგო ლორისმა გააკეთა.
“დაღლილები და ამავდროულად საკუთარი თავით კმაყოფილები ვართ. ოქროს შანსი გვაქვს, რომ საფრანგეთის ისტორია დავწეროთ. 4 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეორედ გავედით, რაც შესანიშნავი შედეგია.
ხვალიდან ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ, ძალები აღვიდგინოთ და ფინალისთვის მოვემზადოთ. არგენტინის ნაკრებმა უკვე დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია. ყველა წინაპირობა არის იმისთვის, რომ შესანიშნავი მატჩი ვიხილოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რათა თამაში მოვიგოთ.” – განაცხადა ლორისმა L’Equipe-სთან საუბრისას.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს 19:00-ზე გაიმართება. რაც შეეძლება მესამე ადგილისთვის მატჩს, ხორვატია – მაროკოს დაპირისპირება 17 დეკემბერს ჩატარდება.