უელსმა პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. უელსის ნაკრები თურქეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 2:0 დაამარცხა.

იტალიასთან მატჩის მსგავსად, თურქებმა დღესაც სუსტი შეხვედრა ჩაატარეს. ამით ბრიტანელებმა ისარგებლეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.

ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა. გარეთ ბეილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, აარონ რემზი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ბეილს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა 61-ე წუთზე პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და კარს დიდი მანძილით ააცილა.

თურქებმა რამდენჯერმე სახიფათოდ კი შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ. გოლი კვლავ უელსელებმა გაიტანეს. 95-ე წუთზე გათამაშებული კუთხური კონორ რობერტსმა გოლით დაასრულა.

უელსს 4 ქულა აქვს და შემდეგ ტურში იტალიის ნაკრებს შეხვდება, 0 ქულიანი თურქეთი კი ბოლო ტურში შვეიცარიას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *