უემბლი… ფანი ტრიბუნიდან გადმოვარდა და მძიმე მდგომარეობაშია

 

ფოტოზე ჩანს, რომ ინგლისი-ხორვატიის თამაშისას რაჰიმ სტერლინგის გოლის მერე ფანები ტრიბუნიდან დაბლა ჩამოხტნენ.

ეს გოლისას… მანამდე კი, სხვა ინციდენტი მოხდა. ერთი ფანი დაეცა ცუდად და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოღონდ ეს იყო პირველივე წუთზე: კაცს ფეხი დაუცდა ტრიბუნაზე. მისი მდგომარეობა მძიმეა…

„ვადასტურებთ, რომ ეს მოხდა თამაშის დაწყებისას, თითქმის მსაჯის პირველი სასტვენისთანავე. გულშემატკივარს სტადიონზევე აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა საავადმყოფოში მისი გადაყვანა აუცილებელი გახდა. მან გონება დაკარგა. უეფასთან ვთანამშრომლობთ და ეს სიტუაცია თავიდან ბოლომდე უნდა გამოვიკვლიოთ“ – განაცხადა ლონდონის უემბლის სტადიონის დირექტორმა.

ინგლისი-ხორვატიას 18 500 მაყურებელი დაესწრო. 2019 წლის ნოემბრის მერე პირველად მოხდა, რომ უემბლიზე გულშემატკივრები დაუშვეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *