ადრე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერ კლუბს, რომელიც მისი სტრუქტურიდან გაქცევასა და ალტერნატიული შეჯიბრების შექმნას შეეცდებოდა დასჯიდა როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდა.
უეფას ბოლო განცხადებაში კი წერია, რომ ის მოჯანყე კლუბების დასჯაზე ხელს იღებს. ანუ რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი იმ ცხრა კლუბის ბედს, რომლებიც თავიდან მათთან ერთად აპირებდნენ არსებული საკლუბო სტრუქტურის დანგრევას და ალტერნატიული სისტემის შექმნას, არ გაიზიარებენ.
უეფას შეუძლია საქმე ევროპულ სასამართლოში გადაიტანოს, მაგრამ, როგორც გათვითცნობიერებული ხალხი ამბობს, ახლა უკვე კარგად დაფიქრდება სანამ ასეთ თამამ ნაბიჯს გადადგამს.
მოგეხსენებათ, მადრიდის სასამართლომ უეფას განუცხადა, რომ მას არ აქვს საფეხბურთო შეჯიბრებების მონოპოლიზების უფლება, რადგან ამით ირღვევა კანონი კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის შესახებ.