უეფას პრესსამსახურის ცნობთ, ორგანიზაციის სადისციპლინო დეპარტამენტმა ინგლისელების წინააღმდეგ საქმე აღძრა.
შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ნახევარფინლში ინგლისელებმა დანიელებს 2:1 მოუგეს. გამარჯვების გოლი გარეთ საუთგეიტის შეგირდებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების შემდეგ გაიტანეს. მართალია, ჰარი კეინის დარტყმული კასპერ შმეიხელმა მოიგერია, მაგრამ ბურთზე ყველას ისევ „ტოტენჰემის“ კაპიტანმა დაასწრო და გაიტანა.
ინგლისურმა ტაბლოიდებმა ვიდეოგამეორებისას აღმოაჩინეს, რომ პენალტის დარტყმამდე, მეკარეს ვიღაც ტრიბუნიდან თვალებში ლაზერის სხივს აშუქებდა.
გარდა ამისა, უეფა სხვა ინციდენტსაც იძიებს, რომელიც დანიის ჰიმნის შესრულებისას ინგლისის გულშემატკივრების ქცევას ეხება. ამ დროს ისინი მაშხალებს აფეთქებდნენ.