უეფაში თამაშგარე მდგომარეობის წესების შეცვლაზე ფიქრობენ

უეფამ შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობის წესი შეცვალოს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამ საკითხზე მბაპეს ესპანეთთან გატანილმა გოლმა დააფიქრა.

უეფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტო როზეტი თვლის, რომ მბაპემ ესპანეთს გოლი თამაშის წესების სრული დაცვით გაუტანა, რადგან ესპანელთა მცველმა ბურთზე შეგნებულად ითამაშა, თუმცა იტალიელი იმასაც ამბობს, რომ წესების ახლანდელი ინტერპრეტაცია არ ემთხვევა ფეხბურთის სულისკვეთებას.

“კანონის ახლანდელი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ფეხბურთის სულისკვეთებას. უეფა მიიჩნევს, რომ აუცილებელია წესების ფორმულირების გაუმჯობესება და მისი შესაბამისობა თავად წესებთან და ფეხბურთის სულისკვეთებასთან.”-განაცხადა როზეტიმ.

IFAB-ის წევრები 27 ოქტომბერს შეიკრიბებიან რათა განიხილონ თამაშგარე მდგომარეობის წესების შეცვლის საკითხი. ამასთანავე აღნიშნულ შეხვედრაზე პენალტის წესებზეც იქნება საუბარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *