უეფა რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს ფინანსურად აღარ დასჯის. მოგეხსენებათ აღნიშნულ გუნდებს სუპერლიგის შექმნა კვლავაც სურდათ, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც უეფა იყო. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პოზიცია მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეცვალა, რომელმაც ევროპის საფეხბურთო კავშირი უსამართლოდ გამოაცხადა.
უეფა გუნდებს ფინანსურ ჯარიმას აღარ დააკისრებს და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის შექმნის იდეამ 12 გუნდი გააერთიანა, აქედან 9-მ გადაწყვეტილება შეცვალა, დარჩენილები მხოლოდ რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი იყვნენ.
BBC-მ ისიც გვამცნო, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უეფას კანონმდებლობა შეიცვლება, რაც უფრო რთულს გახდის სუპერლიგის და მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.