უეფა: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი ხდება

უეფას ერთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი მიუძღვნა. “ხვიჩა კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება. ერთა ლიგის 9 მატჩი, 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა” – წერია პოსტში. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში ერთა ლიგის წინა გათამაშებაც იგულისხმება.

კვარაცხელიამ წლევანდელი ერთა ლიგა მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარა. მან 6 შეხვეედრაში 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2 პენალტი მოიპოვა.

ხვიჩას ნაპოლიშიც მშვენიერი დრო უდგას. ქართველმა შემტევმა იტალიელთა მაისურით 9 მატჩში თავი 4 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ transfermarkt.tk-ის დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 35 მილიონი ევროა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *