უეფა: მზად ვართ უკრაინელ ხალხს დახმარების ხელი გავუწოდოთ

ბოლო დღეების და განსაკუთრებით დღევანდელი დღის მთავარი სასაუბრო თემა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს. ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ გააკეთა.

“უეფა იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ძალის შეჭრას. 

როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა დაუღალავად მუშაობს, ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ევროპული ღირებულებების შესაბამისად, როგორიცაა მშვიდობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. გადავწყვიტეთ სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინის საფეხბურთო საზოგადოებასთან და დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს” – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *