უეფა ფეხბურთელებს: შეწყვიტეთ ბოთლების გადაადგილება

FILE PHOTO: Soccer Football - Euro 2020 - Portugal Press Conference - Puskas Arena, Budapest, Hungary - June 14, 2021 Portugal's Cristiano Ronaldo and Fernando Santos during the press conference UEFA/Handout via REUTERS ??ATTENTION EDITORS - THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY. NO RESALES. NO ARCHIVES/File Photo

ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობს, როგორც მოედანზე, ისე მწვანე მინდვრის მიღმა. ასე მაგალითად საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ კოკა კოლის ბოთლები გვერდით გადადო და ბრენდს ამით დიდძალი ფინანსური ზიანი მიაყენა, აქციები კი ქვედა ნიშნულისკენ წამოიყვანა. პორტუგალიელის მიერ დაწყებულ “ფლეშმობს” მალე ფრანგი პოლ პოგბა შეუერთდა, ფეხბურთელმა ამჯერად ჰაინეკენის ბოთლი გადადო მაგიდიდან, შემდეგ იყო იტალიელი მანუელ ლოკატელი, რომელმაც იდენტური რამ გააკეთა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა სპონსორებმა და ევროპულის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს და ფეხბურთელებს ოფიციალურად მიმართეს, კომუნიკაციის მთავარი გზავნილი შემდეგი იყო – შეწყვიტეთ ბოთლების გადაადგილება.

“წესების დაცვა აუცილებელია, რადგან სპონსორი კომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვანია აღნიშნული ტურნირისა და ევროპული ფეხბურთისათვის”. – ამბობს ტურნირის ხელმძღვანელი მარტინ კალენი.

კოკა-კოლა და ჰაინეკენი ტურნირის მთავარი სპონსორები არიან. როგორც ცნობილია აღნიშნულმა ინციდენტებმა კომპანიების წარმომადგენლები ძალიან გაანაწყენა. კრიშტიანუ რონალდი სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია, მას შეუძლია საერთო აზრის და შეხედულებების ფორმულირება, მისი უამრავი გამომწერისა და ფანისთვის ფეხბურთელის პოზიცია და მოწოდება პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რონალდომ ფანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა, ზოფადად ფეხბურთელი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ხშირად ცდილობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *