მოსკოვის „ც.ს.კ.ა“-ს ფორვარდი იოლ კლაიბერნი ევროლიგის მე-5 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
„ოლიმპიაკოსთან“ მოგებულ შეხვედრაში (88:82) კლაიბერნმა 29 ქულა დააგროვა (უილის მეორე საუკეთესო შედეგი ევროლიგაზე), 4 პასი და 3 მოხსნა, ასვე მის წინააღმდეგ შვიდჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.
კლაიბერნის მარგიქმედების კოეფიციენტმა +32 შეადგინა, ეს საუკეთესო შედეგი იყო გამარჯვებულ გუნდთა კალათბურთელთა შორის. „ოლიმპიაკოსის“ ამერიკელ გამთამაშებელ ტაილერ დორსის ეფექტურობის კოეფიციენტი +34 ქონდა, თუმცა მისმა გუნდმა რახან წააგო, შესაბამისად საუკეთესო უილი გახდა.
კლაიბერნი კარიერაში მესამედ გახდა ევროლიგის ტურის MVP.