უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი ბერეტინის დაუპირისპირდება

უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და მატეო ბერეტინი დაუპირისპირდებიან.

null

ჯოკოვიჩმა ნახევარფინალურ ეტაპზე 7:6 7:5 7:5 სძლია კანადელ დენის შაპოვალოვს.

სერბ ჩოგბურთელს სერიოზული პრობლემები ქონდა პირველ სეტში, როდესაც ადრეული ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა 4:5-ზე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიბრეიკზე კი ახალგაზრდა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა 7:3.

მეორე და მესამე სეტი ერთმანეთს ძალიან გავდა – ორივე შემთხვევაში 5:5-ზე ნოვაკმა შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე.
ჯოკოვიჩი კარიერაში მეშვიდედ გავიდა უიმბლდონის ტურნირის ფინალში.

მატეო ბერეტინიმ ნახევარფინალურ სტადიაზე 6:3 6:0 6:7 6:4 მოუგო ჰუბერტ ჰურკაჩს და კარიერაში პირველად გააღწია დიდი სლემის ტურნირის ფინალში.

შეხვედრის სტარტი იტალიელს იდეალური გამოუვიდა – საწყის სეტში ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 6:3 იმარჯვა.

მეორე პარტიაში პოლონელი საერთოდ „მოიშალა“ – ზედიზედ 6 გეიმი წააგო და სეტი მშრალი ანგარიშთ დათმო.

null

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაყურებელი ელოდა, რომ მატეო შეხვედრას სამ სეტში დაასრულებდა, თუმცა ჰურკაჩა მობილიზება შეძლო და მესამე პარტიაში ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც 4:0 დაწინაურდა და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩნა ეს ჰანდიკაპი 7:3.

მეოთხე სეტში ბერეტინიმ სტაბილურობა და თვითდაჯერება დაიბრუნა – პირველსავე გეიმში „აიღო“ ჰუბერტის ჩაწოდება და ისე მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე, რომ პოლონელი ბრეიკპოინტამდეც აღარ მიუშვა.

ბერეტინი და ჯოკოვიჩი კარიერაში მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს ATP TOUR-ზე, მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:0-ია სერბის სასარგებლოდ.

უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალი 11 ივლისს, 17:00-ზე დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *