“უიმბლდონი” მომავალი წლიდან რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს შეზღუდვებს მოუხსნის

FILE PHOTO: Tennis - Wimbledon - All England Lawn Tennis and Croquet Club, London, Britain - July 2, 2019 General view of the Wimbledon logo on the base of the handle of a tennis racquet REUTERS/Andrew Couldridge

The Telegraph-ის ინფორმაციით, “უიმბლდონი” მზად არის შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და მომდევნო წლიდან ტურნირზე დაუშვას რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე უიმბლდონის წლევანდელ გრანდ სლემზე არ იქნენ დაშვებულნი რუსი და ბელორუსიელი სპორტსმენები, რის გამოც ATP-მ და WTA-მ ტურნირს სარეიტინგო ქულების გაცემის უფლება ჩამოართავა, ხოლო ბრიტანეთის ჩოგბურთის ფედერაცია 2 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

null

უახლესი ინფორმაციით, “უიბმდონის” ორგანიზატორებს აღარ სურთ კონფლიქტში შესვლა საჩგბურთო სამყაროსთან და დიდი ალბათობით წელს მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლიან. 2023 წლიდან რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები დაშვებული იქნებიან ტურნირზე, თუმცა ნეიტრალური დროშით.

“უიმბლდონის” ხელმძღვანელობა შიშობს, რომ თუ ზედიზედ მეორე წელს არ დაუშვებს რუს და ბელორუს სპორტსმენებს ტურნირზე, შემდეგ იძულებული გახდებიან ამ ორი ქვეყნის ჩოგბურთელების დისკვალიფიკაცია გააგრძელონ საომარი კონფლიქტის დასრულებამდე.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ კი შესაძლოა რეპუტაცია დაუკარგოს ბრიტანეთის დიდი სლემის ტურნირს (სარეიტინგო ქულების არ გათამაშების გამო).

null

უიმბლდონის ორგანიზატორთა თავდაპირველი გადაწყვეტილების შეცვლაზე შეიძლება იმოქმედოს იმ ფაქტმაც, რომ არცერთი რუსი ტოპ ჩოგბურთელი არ უჭერს მხარს საკუთარი ქვეყნის საომარ კონფლიქტს უკრაინაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *