“უიმბლდონს” სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე “უიმბლდონის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დიდი სლემის ტურნირზე არ ათამაშოს რუსი და ბელორუსი სპორტსმენები. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ATP-მ და WTA-მ გადაწყვიტეს რომ “უიმბლდონის” ტურნირს ჩამოართვან სარეიტინგო ქულები.

“აუცილებელია, რომ ჩვენი ტურის ჩოგბურთელებისთვის დავიცვათ ერთნაირი სტანდარტი და ისინი არ იქნენ დაჩაგრულები ეროვნული და ნაციონალური კუთხით. “უიმბლდონის” ხელმძღანელთა გადაწყვეტილებამ საკმაოდ გაგვაოცა და გაგვანაწყენა, ეს ჩვენი პრინციპების გადახვევაა და საკმაოდ რევს საჩოგბურთო რეიტინგს(ქულების დარიცხვის სისტემას). გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელ “უიმბლდონზე” სარეიტინგო ქულები არ გათამაშდეს.” – ნათქვამია ATP-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ATP და WTA არ აპირებენ “უიმბლდონზე” შარშან მოპოვებული ქულების გაყინვას, 11 ივლისს ჩოგბურთელებს ჩამოაკლდებათ გასულ წელს მოპოვებული ქულები მსოფლიო რეიტინგში. ITF-მა ბრიტანულ დიდიდ სლემს ასევე ჩამოართვა იუნორთა გათამაშებისთვის განკუთვნილი ქულები.

ქულათა გაცემის უფლება შეინარჩუნეს ბრიტანეთში ჩასატარებელმა სხვა ტურნირებმა, რადგან იქ არანაირი აკრძალვა არ არის რუსი და ბელორუსი სპორტსმენებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.