უი, იუვეს მეკარე…

ვოიცეხ შჩესნის ტრავმის გამო დაახლოებით სამი კვირა გაუცდება. იუვენტუსის პოლონელმა მეკარემ ატლეტიკოსთან ამხანაგურ მატჩში (0:4) მარცხენა ფეხის არეში ტკივილი იგრძნო და პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს.

გამოკვლევებმა უჩვენა, რომ მას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. მკურნალობას დახლოებით 20 დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 32 წლის კარის დარაჯს სერია A-ს პირველი სამი ტურის მატჩები გაუცდება.

Wojciech Szczesny Set to Put Pen to Paper on Lucrative New Long-Term Contract at Juventus | 90min

Leave a comment

Your email address will not be published.