უკანასკნელ 30 წამში “დაქაჩული” 9 ქულა

დაუჯერებელი ამბები მოხდა ფილადელფია – ლეიკერსის მატჩში. ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე 76-ერსი საკუთარ მოედანზე მშვიდად ამარცხებდა კალიფორნიულ გუნდს ანგარიშით 119-110.

null

“ლეიკერსის” კალათბურთელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც პატრიკ ბევერლი სამწამიან ზონაში შევიდა და საკუთარ გუნდს 2 ქულა მოუტანა 112-119.

“ფილადელფიამ” ტაიმაუტი აიღო, ტამაუტის დასრულების შემდეგ კი მათ ბურთის წესივრად შემოტანა ვერ შეძლო – ჯოელ ემბიდმა შეტევაში მიიღო ფოლი და რადგან “ლეიკერსი” ბონუსში იმყოფებოდა, ენტონი დევისმა 2 საჯარიმო სროლის რეალიზება შეძლო 114-119.

მასპინძლებმა ამჯერად ფარს ქვემოდან სცადეს ბურთი შემოტანა, რაც მეტნაკლებად წარმატებით გამოუვიდათ. “ლეიკერსის” პრესინგმა ამჯერადაც იმუშავა – “ფილას” კალათბურთელმა გრძელი პასი გააკეთა, რომელიც არაზუსტი გამოდგა და ბურთი ისევ “ლეიკერსს” დარჩა. სტუმრებმა უსწრაფეს კონტრშეტევაზე, ოსტინ რივზი დატოვეს მარტო პერიმეტრზე, რომელმაც უპრობლემოდ ჩააგდო 3 ქულიანი 117-119.

null

სათამაშო 11,2 წამი რჩებოდა, როდესაც სტუმრებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს მელტონზე. “ფილას” გამთამაშებელმა 2 საჯარიმოდან მხოლოდ ერთის ჩაგდება შეძლო 120-117.

ამჯერად ლეიკერსმა აიღო ტაიმაუტი… კარგად დახაზული კომბინაციის შედეგად ოსტინ რივსი ისევ მარტო დარჩა პერიმეტრზე და ესროლა, მართალია “ლეიკერსის” ახალგაზრდა კალათბურთელმა ვერ ჩააგდო, თუმცა სროლის მომენტში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, რაც სამი საჯარიმო სროლით შეფასდა.

რივსმა ნერვულ ზეწოლას ვერ გაუძლო და 3-დან 2 საჯარიმოს რეალიზება შეძლო 119-120.

null

საფინალო სირენამდე 7,1 წამით ადრე “ფილა” ცდილობდა საკუთარი ფარის ქვემოდან შემოეტანა ბურთი თამაშში, თუმცა ეს ისევ წარუმატებლად გააკეთა – ჯოელ ემბიდმა უხეირო პასის შემდეგ ბურთი ვერ დაიმორჩლა და ენტონი დევისს “ჩააბარა”.

A.D-ს წინააღმდეგ მასპინძლებმა იქვე ჯარიმა აიღეს და “76-ერსი” კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – თუ დევისი ორივე საჯარიმოს ჩააგდებდა, მაშინ “ლეიკერსი” თამაშსაც მოიგებდა.

ენტონიმ პირველი საჯარიმო სროლა ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა, მეორე ერთქულიანის რეალიზება ვერ შეძლო და შეხვედრაც ოვერტაიმში გადავიდა 120-120.

დამატებით 5 წუთეულში “ფილადელფიამ” გამოფხიზლება შეძლო და ოვერტაიმი 13-2 მოიგო, მასთან ერთად კი მატჩიც 133-122.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ფილადელფიას” ცენტრი ჯოელ ემბიდი გახდა, რომლის ანგარიშზეც სოლიდური ორმაგი დუბლი გახლდათ 38 ქულა+12 მოხსნა.გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო გამოჯანმრთელებულმა ჯეიმს ჰარდენმა 28 ქულა+12 პასი, 33 ქულა+7 ჩაჭრა ქონდა მელტონს.

null

“ლეიკერსის” გამთამაშებელი რასელ ვესტბრუკი თამაშში მეორე ხუთეულიდან ჩაერთო და სამმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა – 12 ქულა+11 მოხსნა+11 პასი.

31 ქულით და 12 მოხსნით დაასრულა მატჩი ენტონი დევისმა, 23 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა ქონდა ლებრონ ჯეიმსს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *