უკეთესი იქნებოდა რონალდუ ადრე წასულიყო

იუვენტუსის მცველმა ჯორჯო კიელინიმ, ჟურნალისტებს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ისეთ წერტილამდე მივედით, როცა კრიშტიანუს ახალი გამოწვევები და გუნდი სჭირდებოდა, რომელიც მასზე ითამაშებდა. როცა ასეთ გუნდს პოულობს, ის მყის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. ამას უკვე ამტკიცებს მანჩესტერში.

იუვენტუსში გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო. კრიშტიანუ რომ დარჩენილიყო, დამატებით თავისტკივილად იქცეოდა. უფრო ადრეც რომ წასულიყო, უკეთესი იქნებოდა“.

ამგვარს, მხოლოდ უმადური ადამიანები თუ იტყვიან… კრისტიანუ რონალდუმ იუვენტუსში სამი სეზონი ითამაშა და 98 მატჩში 81 გოლი გაიტანა …

See the source image

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *