უკრაინამ ჩრდ. მაკედონია დაამარცხა! – ლაღი ფეხბურთი ყვითლების შესრულებით…

მატჩი ისეთი გამოდგა, ფეხბურთის გურმანები რომ ინატრებდნენ – განსაკუთრებით, პირველი ტაიმი. უკრაინა ბრწყინვალედ კომბინირებდა, ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და მეტოქის კართან შეტევის ქარიშხალი დაატრიალა. პირველი გოლი იარმოლენკომ 29-ე წუთზე გაიტანა, თუმცა პასის ავტორის – კარავაევის დავიწყება არ შეიძლება, ქუსლით, საჯარიმოში.

 

მეორე გოლი პირველსავე ტაიმში, პირველი გოლის შემდეგ 5 წუთში, იერემჩუკის ანგარიშზეა. იარმოლენკომ ის მეკარესთან პირისპირ დატოვა და 9 ნომერმაც ისე ითამაშა, როგორც ფორვარდს შეეფერება.

 

მეორე ნახევარში ჩრდ. მაკედონიამ მოუმატა. მიუხედავად 2 ბურთიანი უპირატესობისა, უკრაინამ შეტევები არ შეწყვიტა. მატჩის 57-ე წუთზე მაკედონიელთა გმირი ისევ პანდევი გახდა, რომელიც წაგებულ ორთაბრძოლაში შევიდა და თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა, ალიოსკიმ კი ის გოლად აქცია.

 

პენალტი უკრაინელთა სასარგებლოდაც დაინიშნა, 84-ე წუთზე მალინოვსკის დარტყმული დიმიტრიევსკიმ აიღო. საგულისხმოა, რომ ორივე ნაკრების მეკარე დღეს ძალიან კარგი იყო…

 

საბოლოოდ, 2:1 უკრაინის სასარგებლოდ

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *