2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლის რემატჩი ბრენდონ მორენოს გამარჯვებით დასრულდა. იგი UFC-ს პირველი მექსიკელი ჩემპიონი გახდა. 6 თვის წინ, მან ფიგუეირედოსთან 5 რაუნდიანი ომი ფრედ დაასრულა, დაპირისპირებამ საბოლოოდ გასული წლის საუკეთესო ბრძოლებში მეორე პოზიცია დაიკავა. სარევანშო ბრძოლაში კი მორენო გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, პირველი ორი რაუნდი უპირატესობას ფლობდა, მან ჩემპიონის დანოკდაუნებაც კი მოახერხა, ხოლო მესამე რაუნდში პარტერში მოპოვებული უპირატესობა გამოიყენა და ბრაზილიელს საჩემპიონო ქამარი მახჩობელა ილეთით წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლამდე მათ შორის დიდი იყო დაძაბულობა, ფიგუეირედომ პირისპირ დგომის დროს ხელიც კი ჰკრა მეტოქეს, ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელმა ახალი ჩემპიონს გამარჯვება ხელში აყვანით მიულოცა.
მორენო აღნიშნული დივიზიონის მე-4 ჩემპიონია. 2012-დან 2018 წლამდე ქამარს ლეგენდარული დემეტრიუს ჯონსონი ფლობდა, 2018-2019-ში სეხუდო, 2020-2021-ში კი ფიგუეირედო.