უმუშევრები

11 ივლისს ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოიგო. ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ამიტომ უმუშევრად ითვლება. მას მერე, რამდენიმე საათში ევროპის თასი ჯორჯო კიელინიმაც აღმართა, თუმცა ივნისის ბოლოს მასაც ამოეწურა იუვენტუსთან კონტრაქტი…

ვნახოთ ხუთეული, რომლებიც დღეისათვის თავისუფალი აგენტები არიან.

 ჯორჯო კიელინი, 36 წლის, მცველი (იტალია)

კიელინის იუვენტუსთან კონტრაქტის გასაგრძელებლად ჯერ არ სცალია. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, იტალიის ნაკრები ზეიმითაა გართული, ხან „გადაჭრილი“ ავტობუსით ესალმებიან გულშემატკივრებს, ხან ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებიან.

კიელინი ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ალბათ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

გაზაფხულზე დაირხა ხმები, თითქოს კიელეინი ამერიკული MLS-ის კლუბ ცინცინატიში აპირებდა გადასვლას, თუმცა, დიდი ალბათობით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ეს არ მოხდება.

Xhorxho Kielini do të mungojë 10 ditë, gati për Bajernin

ლიონელ მესი, 34 წლის, თავდამსხმელი (არგენტინა)

2021 წლის 1 ივლისს მესის ბარსელონასთან მოქმედი კონტრქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც ჩანს, მალე ის ახალ, ხუთწლიან  ხელშეკრულებას გააფორმებს კატალონიურ კლუბთან. ამის შესაახებ უკვე დაბეჯითებით აცხადებს ბარსელონელთა ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა.

პროცედურა მხოლოდ დღეების ამბავია. თანაც, ორიოდ დღის წინათ, კლუბმა უეფასგან არგენტინელის პრიმერადივიზიონში ოფიციალურად დარეგესტრირების უფლება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ უეფას ფეარ ფლეის ფინანსური პრობლემა მოაგვარა.

ასე რომ, ლეოს პსჟ-ში გადასვლა, მინიმუმ ორი წლით გადაიდო.

PROFILE - Messi: Record-breaker still thirsty for more

ჯანლუიჯი დონარუმა, 22 წლის, მეკარე (იტალია)

დონარუმა ევრო 2020-ის გმირი გახდა. ჩემპიონობაც მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, რაც ისტორიაში მეორე (პიტერ შმეიხელის შემდეგ) შემთხვევაა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ყოფილი მილანელი კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. ოფიციალურად კონტრატს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დონარუმა მესამე თავისუფალი აგენტი გახდება ამ ზაფხულს, რომელსაც პარიზული კლუბი გადაიბირებს, ჟორჟინიო ვეინალდუმისა და სერხიო რამოსის შემდეგ.

Maignan in, Donnarumma out: l'impatto sui conti del Milan

დავიდ ლუისი, 34 წლის,  მცველი (ბრაზილია)

ბრაზილიელმა ბოლო ხუთი წელიწადი ინგლისში გაატარა. მისით თურქეთში დაინტერესებულან. კლუბი – ადანა დემირსფორია, რომელთანაც 7 ივლისს მარიო ბალოტელიმაც მოაწერა კონტრაქტზე ხელი. ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ლუისს თურქები ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

ბრაზილიელმა შარშანდელი სეზონი არსენალში გაატარა, თუმცა ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა. ადანა კი 26 წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა თურქეთის სუპერლიგაში.

Let's talk about David Luiz… – The Athletic

ფრანკ რიბერი, 38 წლის, ნახევარმცველი (საფრანგეთი)

38 წლის ფრანგს ფიორენტინასთან კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა, ჩანს, კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. ახლა ის მიუნხენში დაბრუნდა, ოჯახთან ერთად ისვენებს და სხვადასხვა გუნდების ვარიანტებს განიხილავს. გერმანულმა ბილდმა დაწერა 40 წლამდე აპირებს თამაშსო.

რიბერი ისევ გერმანიაში აპირებს კარიერის გაგრძელებას, ოღონდ ბუნდესლიგის რომელიმე საშუალო გუნდში. წინდადებებიც ჰქონია.

იტალიიდან კი გულნაკლული წამოვიდა. სერია A-ში დარჩენა მსურდაო, –  უთხრა იტალიელ ჟურნალისტებს.

Franck Ribery confirms he will leave Bayern Munich at end of season | News  | DW | 05.05.2019

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *