სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ცნობით ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში საქართველოს ეწვევა, სადაც 4, 7, 11 და 14 აგვისტოს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ოთხ მატჩს გამართავს.
აფრიკელთა მწვრთნელებს კოთლეჰო ლინჩსა და კობუს ფან დაიკს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ბაფანა ჰლეკო შეუართდება, რადგან ეს ის ასაკია, რომელსაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონტზე 2023 წელს მოუწევს თამაში.
“პანდემიის გამო ამ ასაკში საერთაშორისო ტურნირები გაუქმებულია და მორაგბეებს თამაშის საშუალება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ განვითარებაზე ზრუნვა არ შეგვიწყვეტია. ორი წელიწადია ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, რათა ახალგაზრდა მორაგბეებმა საერთაშორისო რაგბის გემო იგრძნონ. ამიტომ, მადლიერნი ვართ საქართველოს რაგბის კავშირის, რომ მათ 18-წლამდელთა გუნდთან თამაშის საშუალება გვეძლევა” – თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის დირექტორმა რასი ერასმუსმა.
სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები თბილისში გაფართოებული 38-კაციანი შემადგენლობით გვეწვევა.