უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის მესამე მატჩისთვის, რომელიც ხვალ გაიმართება, შემადგენლობა დაასახელა. ურუგვაისთან 23 ივნისს გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს.
ლადო კილასონია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი:
“მიკრო ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა. ესეც რომ არა, ესაა ტურნირი, სადაც აქცენტი მომზადებაზე კეთდება და, შეძლებისდაგვარად, ყველას ვაძლევთ თანაბარ სათამაშო დროს, რათა მათ გამოცდილება მიიღონ. სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ. მეტოქე ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ცდილობს მეტოქე ამ კომპონენტში დაჯაბნოს. ჩვენც ამ კომპონენტში ვემზადებოდით, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”.
საქართველო: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. საბა არჩვაძე (ლელო), 10. ვაჟა მიქაძე (ლელო), 9. გიორგი კურტანიძე (ლელო). 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. პაატა გალდავა (აია).
16.დავით გველესიანი (ლელო), 17. ირაკლი აფციაური (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), 20. ბექა გელხვიძე (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. კოტე იაშვილი (აკადემია).