უმცროსი ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი ცნობილია

იტალიაში ოცწლამდელთა შორის ექვსი ერის ზაფხული სერია დაიწყო, რომელშიც საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიწვიეს. უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ მატჩში ხვალ, 25 ივნისს, ტრევიზოში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. გუდნის  მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სამატჩო რაზმი დაასახელა.

შერკინების პირველი ხაზი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. თამაშს იწყებენ სერგი აბრამიშვილი, ნიკა სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია. თადარიგში არიან  გიორგი მაისურაძე, გიორგი მამაიაშვილი და ბადრი ციხისთავი.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან ალექსანდრე ბურდულს პაატა გალდავა შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, ბექა გელხვიძე და ბექა შვანგირაძე დაიწყებენ. ამათი შემცვლელები არიან გიორგი კერვალიშვილი, რატი ზაზაძე და გიგი ქურხული.

9 ნომრის პოზიციაზე თამაშს დავით ხუროშვილი დაიწყებს. მგეზავი პეტრე ხუციშვილი იქნება. ცენტრში გიორგი ჩიქოვანი და თორნიკე კახოიძე დადგებიან, ფრთებზე თამაშს გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური დაიწყებენ, ფულბეკად კი, გიორგი ნავროზაშვილი დადგება.

უკანა ხაზის შემცვლელები არიან კოტე იაშვილი, მატის მოდებაძე, საბა ლიპარტელიანი, იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი.

მატის მოდებაძე ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის შვილიშვილი და ვეტერანი ბორჯღალოსნის, შოთა მოდებაძის შვილია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. 18 წლის მატისი ბაბუის და მამის კვალს გაყვა და მონპელიეს ესპუართა გუნდში თამაშობს.

საქართველო: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. გაგა ქევხიშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);     1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. ბექა გელხვიძე (ლელო), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი).

16. გიორგი მაისურაძე (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. რატი ზაზაძე (არმაზი); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე), 23. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 24. გიგი ქურხული (ვეფხვები), 25. იოანე მეტრეველი (ლელო), 26. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).

Leave a comment

Your email address will not be published.