უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის 30 მორაგბე შეარჩია, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ გაემგზავრნენ.

შეჯიბრება 18 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23 ივნისს ურუგვაის, ხუთ დღეში კი, მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან, მესამეადგილოსანი კი, მეოთხეს ეთამაშება.

 

 

საქართველო U-20

პირველი ხაზი: დავით გველესიანი (ლელო), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), ირაკლი აფციაური (ლელო), ბადრი ციხისთავი (ლელო);

 

მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), გურამ ღანიაშვილი (ლელო), დავით არველაძე (ლელო);

 

მესამე ხაზი: ლაშა ციხისთავი (ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), პაატა გალდავა (აია);

 

N9: კოტე იაშვილი (აკადემია), გიორგი კურტანიძე (ლელო), ლუკა არჩვაძე (ლელო);

 

N10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);

 

N12-13: ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), თორნიკე კახოიძე (ლელო), გიორგი ჩიქოვანი (ლელო);

 

N11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა კვენეტაძე (ლელო), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები);

 

N15: ვაჟა მიქაძე (ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), საბა არჩვაძე (ლელო).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *