უმცროსი რონალდუ რეალში დაბრუნდა

კრიშტიანუ რონალდუს შვილი კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი მადრიდის რეალის აკადემიაში დაბრუნდა. ინფორმაცია MatritXtra AS-მა ჟურნალისტ ედ კარნაგოზე დაყრდნობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი რონალდუ რეალის აკადემიაში ადრეც თამაშობდა. იგი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიაში იყო, სადაც 2021-22 წლების სეზონში გამოდიოდა. მას შემდეგ რაც მისმა მამამ გუნდი დატოვა, მანჩესტერიდან ისიც წამოვიდა.

რაც შეეხება უფროს კრიშტიანუ რონალდუს, გადაწყვეტილია, რომ იგი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრიში გააგრძელებს. მხარეები 2.5 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *