ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, UFC 266-ზე მარლონ მორაესს დაუპირისპირდა.
პირველ რაუნდში ქართველმა უმძიმეს დარტყმებს გაუძლო. მაყურებლები და კომენტატორები გაკვირვებას ვერ მალავდნენ როგორ ახერხებდა მერაბი ფეხზე დგომას და ბრძოლის გაგრძელებას, როდესაც ნოკდაუნში იყო. საბოლოოდ ქართველმა კრიტიკული წამები გადალახა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებაც მოიპოვა.
ეს მერაბის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა UFC-ში.