უნაი ემერი: საკუთარ თავს მეტი უნდა მოვთხოვოთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვილიარეალი იუვენტუსს უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ესპანელთა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ისაუბრა.

“იუვენტუსი დიდი გუნდია, რომელსაც ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ბებერ ქალბატონში საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრებების ღირსებას იცავენ. ასეთი ფეხბურთელები ჩვენც გვყავს, რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი, ხუან ფოიტი…

ჩვენ 1/8 ფინალში ყოფნა დავიმსახურეთ, მხოლოდ მონაწილეობას არ დავჯერდებით და მოსაგებად ვიბრძოლებთ. საკუთარ თავს უწინდელზე მეტი უნდა მოვთხოვოთ.” – განაცხადა უნაი ემერიმ.

ვილიარეალის და იუვენტუსის პირველი მატჩი დღეს 12 საათზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 16 მარტს ტურინში.

Leave a comment

Your email address will not be published.