უნგრეთის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანის გარეშე

დღეს, 8 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს ძიუდოს გრანდ სლემი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ამ ტურნირის საჭიდაოდ 8 ვაჟი ძიუდოისტი შეარჩია

საქართველოს ნაკრები

ვაჟები

60 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. ტატო გრიგალაშვილი

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი

100 კგ. ილია სულამანიძე, ვალერი ლიპარტელიანი

+100 კგ. გელა ზაალიშვილი

null

ქალთა ბადეში თავდაპირველად იგეგმებოდა 3 მონაწილით გამოსვლა, თუმცა ბოლო მომენტში ტურნირს ჩაეხსნა ეთერ ლიპარტელიანი

ქალები

78 კგ. მარიამ ჭანტურია

+78 კგ. სოფიო სომხიშვილი

null

ბუდაპეშტის გრანდ სლემი 8-10 ივლისს გაიმართება, რასაც ძალიან მალევე მოყვება ზაგრების გრან პრი(15-17 ივლისი). საქართველოს ნაკრები ხორვატიაში გასამართ ტურნირზეც იასპარეზებს(სავარაუდოდ ისევ 10 სპორტსმენით) და შემდეგ დიდ პაუზას აიღებს.

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოქტომბრამდე ოფიციალურ შეჯიბრებეში აღარ იჭიდავებს და მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ დასკვნით ნაწილს დაიწყებს, რომელიც ძირითადად საშეკრებო წვრთნებით იქნება დატვირთული.

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი კი 6-12 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.