უნიკალური რეკორდი, რომელიც დიდხანს ხელშეუხებელი იქნება – ინიაკიმ ეს შეძლო

ლა ლიგის მე-8 ტურში, ბილბაოს ატლეტიკმა ალავესს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 44-ე წუთზე რაულ გარსიამ გაიტანა.

აღნიშნული მატჩში უნიკალური რეკორდი დამყარდა. ინიაკი ვილიამსმ ბილბაოში ლა ლიგის ზედიზედ 208-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მსგავსი შედეგი აქამდე ესპანეთის ჩემპიონატის არცერთ გუნდში არავის დაუფიქსირებია.

27 წლის ინიაკი ბილბაოს აღზრდილია. 2014-15 წლების სეზონში ლა ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, შემდეგ სეზონში 25, 2016-17 წლების სეზონიდან კი ლა ლიგაში ბილბაოს მატჩი არ გამოუტოვებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *