უპრეცენდენტო შემთხვევა – ბრძოლა ორი დისციპლინის წესებით

One Championship-მა უპრეცენდენტო ბრძოლა დაანონსა, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება. გარდა საინტერესო წესებისა, ბრძოლას განსაკუთრებულს ის ორი სახელი ქმნის, რომელიც ერთმანეტს დაუპირისპირდება – UFC-ს ყოფილი ჩემპიონი და ლეგენდა, დემეტრიუს ჯონსონი და ერთ-ერთი საუკეთესო მიუაი ტაის მებრძოლი როდთენგ ჯიტმუანგნონი.

რაც შეეხება ბრძოლის წესებს, ბრძოლა 4 სამწუთიანი რაუნდისგან იქნება შემდგარი – პირველი რაუნდი მუაი ტაის წესებით გაიმართება, მეორე MMA-ს, მესამე კვლავ მუაი ტაი და მეოთხე რაუნდი MMA.

ლეგენდარული დემეტიურს ჯონსონი One Championship-ში 2019 წლის შემდეგ ასპარეზობს, ბოლო ბრძოლაში იგი კარიერაში პირველად დამარცხა ნოკაუტით, თანაც საკმაოდ ბრუტალური ნოკაუტით.

როდთენგი კი 24 წლის, One Championship-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონია მუაი ტაიში. ახალგაზრდა მებრძოლს ჯერ MMA-ს წესებით არასდროს უბრძლია და სადებიუტო გამოცდა მას არც მეტი არც ნაკლები – აღნიშნული სპორტის ლეგენდასთან და ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო უმსუბუქეს წონოსანთან მოუწევს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *