უპრობლემოდ – არგენტინა 1/8 ფინალშია!

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, არგენტინა პოლონეთს შეხვდა. არგენტინებელი საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუ მოიგებდნენ – გავიდოდნენ; ფრეს შემთხვევაში – სათუო იყო; თუ წააგებდნენ – ვერა.

ალბისელესტეს კითხვები არ დაუტოვებია – ისე ითამაშეს, პირველი ტურიდან რომ მოველოდით. პოლონელები, პრაქტიკულად მთელი მატჩი, ყრუ დაცვაში იყვნენ და 2 გოლზე მეტი რომ არ გაუშვეს, გასაკვირია. თავად რას გაიტანდნენ?! – კარშიც არ დაურტყამთ.  არგენტინამ კარში 13-ჯერ დაარტყა, სჩესნი კი მოწოდების სიმაღლეზე იყო. პოლონელთა კიპერმა მესის თერთმეტმეტრიანიც აუღო.

ევროპელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, რადგან, მექსიკასთან შედარებით, ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ.

მატჩის გმირი

მიუხედავად გაცუდებული პენალტისა, ჩვენი აზრით, მატჩის გმირი მაინც მესია. არგენტინაში ყველამ კარგად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებულად ლეო ბრწყინავდა. ლიდერი ისაა. ასევე, მაკ ალისტერის გამორჩევაც შეიძლება

არგენტინა 2:0 პოლონეთი
’46 – მაკ ალისტერი
’67 – ალვარესი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *