ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. როგორც ნათქვამია, 74 წლის მწვრთნელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს. ურუგვაის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 14 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
“ხაზს ვუსვამთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ უარყოფს ტაბარესის მნიშვნელოვან წვლილს ურუგვაის ფეხბურთის განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით და ვაღიარებთ 15 წლის განმავლობაში ნაჩვენებ შედეგებს. ამ დროის მანძილზე ურუგვაი მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი გახდა.”-ნათქვამია ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ურუგვაის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა. თანამემამულეებთან ერთად მან 2011 წელს კოპა ამერიკა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელი ტაბარესს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდს არ ჩამოშორებია.