უსარგებლო ლივერპულს გარეთ

მოჰამედ სალაჰის ეგვიპტემ, აფრიკის ეროვნებათა თასის პირველ მატჩში ნიგერიასთან 0:1 წააგო. ერთადერთი ბურთი ლესტერის კელეჩი იჰეანაჩომ გაიტანა.

და სალაჰი?

სალაჰმა, როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, სანაკრებო თამაში ჩააგდო. კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა…

No description available.

ეგვიპტელმა ქომაგებმა სოციალურ ქსელებში მას არაერთი „ტკბილი“ სიტყვა მიუძღვნეს. ამ გზავნილების მთავარი პათოსი ის არის, რომ ვარსკვლავს შეიძლება თამაში არ წაუვიდეს და ამისათვის არავინ გაკიცხავს, მაგრამ სად გაქრა მონდომება?

„ლივერპულის გარეთ სალაჰი უსარგებლოა…“ – წერს ერთი გულშემატკივარი.

„ის ეგვიპტის ფარაონია? ნუ მაცინებთ…“ – დასძენს მეორე.

მესამე: „მნიშვნელოვან მატჩში სალაჰი ისევ ძალიან ცუდი იყო…“

მეოთხე: „ერთ ეპიზოდში ორმა მცველმა ერთდროულად გაასწრო. ეს სახუმარო ტურნირი არ არის. სატირალია მისი ქმედება…“

და ასე შემდეგ…

Leave a comment

Your email address will not be published.