ალკოჰოლთნ და ფსიქიურ აშლილობებთან მებრძოლი, ლეგენდარული ინგლისელი პოლ გასკოინი არასოდეს ყოფილა იდეალური მამა. თუმცა დრო გადის და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები მაინც ლაგდება.
ახლა გაზა 54 წლისაა, მისი შვილი რიგანი 25-ის. რიგანი პროფესიონალი მოცეკვავეა და მომავალ კვირას სატელევეზიო შოუში – „ყინულზე ცეკვები“ მიიღებს მონაწილეობას. მამა ღონისძიებას დაესწრება და მისი მთავარი, მხურვალე ქომაგი იქნება. წარსული დავივიწყეთო, – ამბობენ გასკოინები.
მამა-შვილი უცნაურები არიან და ეს უფრო აახლოებთ მათ. მაგალითად, გაზა გამოტყდა: მატჩებისას, მინდორზე ხშირად შორტების ქვეშ საცვალი არ მეცვა. რიგანმა მითხრა, რომ ცეკვისას შარვლის შიგნით მასაც არ აცვია ტრუსი. რა უნდა ვთქვა, ჩემი შვილიაო…