უსმანი მზადაა, რომ ადესანიას დიდი თანხის სანაცვლოდ შეებრძოლოს

UFC-ს ქვესაშუალო წონის მოქმედმა ჩემპიონმა, კამარუ უსმანმა, ჯიმ რომთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 34 წლის ნიგერიელს საშუალო წონაში ორთაბრძოლა სურს, თუმცა ამას მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გააკეთებს. კამარუ თავის მეგობართან და თანამემამულესთან, ისრაელ ადესანიასთან ორთაბრძოლას უმიზნებს და ამისთვის 100 მილიონს ითხოვს. შეგახსენებთ, მსგავსი თანხა ერთ ბრძოლისთვის UFC-ს არასდროს გამოუყვია.

“ეს აქამდეც მითქვამს, ადესანია ნიგერიელია, ჩემი თანამემამულე. ის კარგი კაცია, მომწონს და ვმეგობრობ. ვთქვი, რომ მერჩივნა ორ ნიგერიელს ჰქონოდა თითო ქამარი, ვიდრე ერთ ნიგერიელს ორი. მაგრამ თუ დენა მოვა და გვეტყვის – “აი 100 მილიონი და გაიყავით”, ამ შემთხვევაში მე და ისრაელი აუცილებლად დავილაპარაკებთ. ასეთ დროს მე ჩემს უმცროს, ღვიძლ ძმასაც იგივეს ვეტყოდი: “მოდი გავაკეთოთ და ავიღოთ ეს ფული”.

იხილეთ ვიდეო: (ადესანიაზე საუბრის მონაკვეთი იწყება 4:47-დან)

Leave a comment

Your email address will not be published.